თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში შესაძლებელია აცრის ჩატარება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შეზღუდვებთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ვაქცინაცია. თორნიკე რიჟვაძე, მოსახლეობას აცრის ჩატარეების თხოვნით მიმართავს.

“ბოლო ორი დღის განმავლობაში, კონტროლი გამკაცრდა. შესაბამისმა უწყებებმა შეძლეს მაქსიმალურად ეფექტურად მოეხდინათ იმ ობიექტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, რომლებიც რეგულაციებს არღვევდნენ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო.
რაც შეეხება რეგიონში ეპიდსიტუაციის მართვას, დამატებით მობილიზებულია ახალი კლინიკა, რომელიც დამატებით საწოლფონდს გააჩენს. ასევე, ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ექვსივე მუნიციპალიტეტში შესაძლებელია აცრის ჩატარება. მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ შეზღუდვებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ყველას ვთხოვ, ჩაიტარეთ აცრა, ხელმისაწვდომობა გაზრდილია. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაემატება ვაქცინაციის კაბინეტი, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველგვარი ჩაწერის გარეშე მოხდეს მოქალაქეთა ვაქცინაცია“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კომენტარები
იტვირთება...