თორნიკე რიჟვაძე : აჭარაში სპორტის მიმართულებით უპრეცედენტო პროექტები ხორციელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო მიღწევების მქონე სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს და სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მათ შორის იყო შმაგი ბოლქვაძე, რომელმაც წელს, 28-30 ივნისს, ქალაქ მინსკში, ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე ადგილი მოიპოვა. ასევე, ევროპის ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე, დიეგო ჩხიკვაძე. მეორე ადგილის პრიზიორები – ლერი აბულაძე, ანრი თავართქილაძე, ხვიჩა აბულაძე. და ნუკრი ბენიძე – მესამე ადგილის პრიზიორი ბაქოს ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალზე.

თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა, მათი მიღწევები ხაზგასმით აღნიშნა და მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, აჭარაში სპორტსმენებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად, უპრეცედენტო სამუშაოები მიმდინარეობს და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა, როგორც ქალაქში ისე მთაში.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელბს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად