თორნიკე რიჟვაძე:არავის მივცემთ უფლებას გვებრძოლოს ბინძური მეთოდებით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტები „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ბინძური მეთოდებით ებრძვიან. თორნიკე რიჟვაძემ, ამ შინაარსის კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჟურნალისტებმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტება სთხოვეს.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხულოს საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე სცემეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტში ფიგურირებდა პარლამენტის წევრი და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე. ამავე ინფორმაციით, ინცინდენტის დღეს ხულოში იმყოფებოდა მთავრობის თავმჯდომარეც. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ინციდენტის დღეს ბოლქვაძე აჭარაში საერთოდ არ იმყოფებოდა.
”ჩვენ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით აჭარაში, სამივე სამაჟორიტარო ოლქში წარვადგინეთ იმდენად ძლიერი და ღირსეული კანდიდატები, რომ ჩვენმა ოპონენტებმა არ იციან რა ბინძური მეთოდებით ებრძოლონ მათ. ესეც ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ბატონი ანზორ ბოლქვაძე, იმ დროისთვის, როცა ინციდენტზეა საუბარი საერთოდ არ იმყოფებოდა არც ხულოში და არც აჭარაში. ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება, რადგან ჩვენი ოპონენტების ხელწერაა, დააბრალონ ყველა ღირსეულ ადამიანს, მათ შორის პოლიტიკოს, არაპოლიტიკოსს და შემდეგ ჩააყენონ თავის მართლების რეჟიმში. ამ ხაზსს არავინ არ გაყვება. არავის მივცემთ უფლებას გვებრძოლოს ბინძური მეთოდებით და ჩვენს კანდიდატებს ჩირქი მოსცხონ” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს მერის კაბინეტში ანზორ ბოლქვაძე და ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაცია უარყო თამაზ აბაშიძემ, რომლის თქმით არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა და ფიზიკური დაზიანებები ალპურ ბაღში დაეცემისგან. გავრცელებულ ინფორმაციას კი ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დადგმულ პროვოკაციად აფასებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად