A1 ბანერი

თორნიკე რიჟვაძე: 2 წლის პერიოდში, ქობულეთში დაახლოებით ნახევარი მილიარდის ახალ პროექტებს დავიწყებთ

“ყველა ის პროექტი, რომელიც ამ წელს გვქონდა დაგეგმილი, წარმატებით გავა ბოლომდე. მომავალი წლიდან ბულვარის გაგრძელებასთან დაკავშირებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. უკვე ვესაუბრებით საერთაშორისო საფინანსო ორაგანიზაციებს და საქართველოს მთავრობამ მხარი დაგვიჭირა. მოხდება ბულვარის სარფამდე დაგრძელება და გაკეთდება გონიოს ხიდი. ყველა ის პროექტი, რომელიც სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო გაჩერებული იყო, რა თქმა უნდა, დაიძვრება.

-ამბობთ, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე ვიცით რა უნდა გაკეთდესო. რის გაკეთებას აპირებთ ქობულეთში, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი ტურისტული თვალსაზრისით და რომელსაც ყველა ხელისუფლება აყვავებას ჰპირდება, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

2 წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიარდის ახალი პროექტებს დავიწყებთ ქობულეთში და 5 დან 7 წლამდე ეს ციფრები უნდა გაორმაგდეს.

-მოკლევადიან პერიოდში რომელი პროექტი დაიწყება, თქვათ რომელიც უცებ დაეტყობა იქაურობას?

ამას ჯერ საიდუმლოდ შევინახავ და რამდენიმე კვირაში დაგპატიჟებთ, როცა უკვე დავაანონსებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...