თორნიკე მიქელაძე: ჩავთვალოთ, რომ ღმერთმა გადაწყვიტა და გამოჩნდა კარგი ადამიანი, რომელმაც ვაქცინა შექმნა ჩვენს გადასარჩენად

პანდემიის წინააღმდეგ ომში არაერთი ახალგაზრდა ექიმი ჩაერთო. სტუდენტები, რომლებიც ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ 21-ე საუკუნეში ახალი პანდემია გახდებოდა მსოფლიოს ყველაზე დიდი პრობლემა, თავად გახდნენ ამ ომში ჩართულები. ბევრ მათგანს დამამთავრებელი კურსიდან პირდაპირ კოვიდრეანიმაციაში მოუხდა გადასვლა.

“აიპრესმა” უკვე დააანონსა, რომ გაგაცნობდით იმ ახალგაზრდა ექიმებს, რომლემბსაც თავიანთი არც თუ ისე მოკრძალებული წვლილი შეაქვთ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ “ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდის” უმცროსი ექიმი თორნიკე მიქელაძე.

– როდესაც დაიწყო ეს უთანასწორო ომი პანდემიის წინააღმდეგ,  ჯერ კიდევ სტუდენტი იყავი და პირველივე დღიდან დაიწყე მუშაობაქობულეთის ცენტრალურ საავადმყოფო -ბომონდში”. სტუდენტობის პერიოდში თუ წარმოიდგენდი, რომ უცებ აღმოჩნდებოდი ასეთ სიტუაციაში – ომში ახალი პანდემიის წინააღმდეგ? რას ნიშნავს შენთვის ის ყველაფერი, რაც გამოიარე ამ ხნის განმავლობაში?

– ფაქტიურად, სანამ დაიწყებოდა პანდემია, თითქმის 4 წელი ვიმუშავე რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ზოგჯერ ამაზე გაცილებით მძიმე პაციენტები იწვნენ. იყო შემთხვევა, როცა უფრო მეტად მსუბუქი პაციენტებიც იყვნენ ჩვენი მართვის ქვეშ. თუმცა, მსგავსი სიტუაცია, რა თქმა უნდა, ვერცერთ მოქმედ ექიმს ვერ წარმოედგინა. მანამდეც იყო პანდემიები, თუმცა მაშინ სხვა რეალობა და სხვა ცხოვრება იყო. მითუმეტეს არ გვქონდა წვდომა ინფორმაციულად სხვა ქვეყანაში ან სხვა ქალაქში რა ხდებოდა.

ეს არის ალბათ, ის მომენტი, რომელიც არასდროს განმეორდება. ამაზე დიდი საშინელება, როდესაც პაციენტი ჯანმრთელი შემოდის, გესაუბრება, ამ ადამიანთან ერთად ფაქტიურად შენ კლინიკაში ცხოვრობ რაღაც პერიოდის განმავლობაში და უცებ აღარ არის, ექიმისთვის არის ტრაგედია. ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანი გარდაიცვალა და შენ უძლური ხარ. ჯანმრთელი ადამიანი შემოდის და როგორც სხვა დაავადებების დროს ხდება, გამოსავალი ყოველთვის 80-85 % მაინც არის, ამ შემთხვევაში, სრულიად ჯანმრთელ პაციენტზეა საუბარი, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს სხვა თანხმლები, ქრონიკული დაავადებები არ აწუხებდა და ამ ვირუსის გამო გარდაიცვალა. გიწევს ამ ადამიანთან გამომშვიდობება. ეს ყველაფერი ხდება შენს თვალწინ. ალბათ, ისე მოვხუცდები, რომ მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდება. და ეს რომ აღარ განმეორდეს, ამის აუცილებელი პირობაა ამ ეტაპზე ვაქცინაცია და ერთმანეთთან კომუნიკაციის გაწყვეტა. ოღონდ არა სულიერად, არამედ ფიზიკურად.

გარედან ვინც უყურებს ამას და ჩახედული არ არის ამ ორომტრიალში, ჰგონია, რომ გარდაცვალების სტატისტიკა ექიმებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. სინამდვილეში, მე ვიცი, ვიცი იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ექიმები არიან და ძალიან ბევრი მეგობარის ექიმი, სინამდვილეში ეს არის მათთვის უდიდესი ტრაგედია.თუ გყოლიათ ისეთი პაციენტები, რომლებიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?

– კი, რა თქმა უნდა.  ექიმს ყოველთვის ის პაციენტები ახსოვს, რომელთანაც რაღაც განსაკუთრებული ხდება, თუნდაც ანალიზი, სიმპტომი და ა.შ… რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა პაციენტი განსაკუთრებულია, მაგრამ პაციენტები, რომლებიც ყველაზე მეტად გვახსოვს არიან მძიმე პაციენტები.  ყველა მახსოვს დღემდე და თითქმის ყველასთან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი იმიტომ, რომ როდესაც ადამიანების მიმართ, ერთხელ მაინც ყურადღებას გამოიჩენ, თუნდაც უმნიშვნელოს, მას ყოველთვის ემახსოვრები და ყოველთვის ცდილობს შენთან კონტაქტი არ გაწყვიტოს. თითქმის ყველა მათგანი ისინი არიან, რომლებმაც ვირუსი აქ მძიმედ გადაიტანეს. ამ ადამიანებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში. შესაბამისად, მოგეხსენებათ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და დილით როცა მოვდივარ, ვხედავ ამ ადამიანებს რიგში, ძირითადად ეს ადამიანები იცრებიან.

რატომღაც, არის ტენდენცია დღესაც, რომ მხოლოდ იმ ადამიანების ოჯახის წევრები იცრებიან, რომლებმაც ვირუსი მძიმედ გადაიტანეს. სხვებს კი ეს არ აინტრესებთ, სანამ მათი ჯერი არ მოვა და მსგავსი ტრაგედიის წინაშე არ აღმოჩნდებიან..

ამას არავის ვუსურვებთ ცხადია, ეს არის საშინელება, როდესაც ეს სტატისტიკა უშუალოდ გეხება და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კომპეტენტური ადამიანის, მეცნიერის, მკვლევარის მიერ დაზუსტებულია, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, მაინც არ უჩანს ბოლო ამ სკეპტიკურ კითხვებს.

თუ აიცრები, მაინც დაგემართება კოვიდი და რა მნიშვნელობა აქვს აცრას? აცრილიც შეიძლება იყოს გადამდები და .

– თავიდან, როდესაც დაიწყო პანდემია, ფაქტიურად ცარიელი ხელებით გვიწევდა  ყველაფრის კეთება და ამ ვირუსთან ბრძოლა. თუ ვინმე ამას ან რელიგიას მიაწერს, ან თუნდაც გაუნათლებლობას და ა. შ… რომ აი ვაქცინა, მაგალითად არის ღვთის წინააღმდეგ ბრძოლა, ის არის უკვე საშიში ადამიანი. საბოლოო ჯამში, ეს კატეგორია თავადაც ხომ ამბობს, რომ ის რაც ადამიანებს გაგვაჩნია, ყველაფერს გვაძლევს ღმერთი.  ჰოდა, ჩავთვალოთ, რომ ღმერთმა გადაწყვიტა და გამოჩნდა კარგი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც ამ საშინელი დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატი მოგვცა. პირველი ვაქცინა რომ გაიკეთა ადამიანმა  მსოფლიოში, მაშინ მე მგონი, ყველა ჩვენი ექიმის დადებით ემოციას საზღვარი არ ჰქონდა იმიტომ, რომ ერთადერთი რამ გამოჩნდა მსოფლიოში, რაც რაღაცნაირად გვეხმარებოდა.

ახლობელ ადამიანებთანაც ბევრი კამათი გიწევს აცრასთან დაკავშირებით?

– საერთო ჯამში, ამ თემასთან მიმართებაში, თითქმის ყველა მეგობართთან ყოველ დღიურად მე თვითონ მიწევს კამათი, რომლებიც ჩემთან ერთად გაიზარდნენ, ყველას ერთი და იგივე კითხვა აქვს, თუ აიცრა რატომ ემართება? მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო – რაც ვაქცინაცია დაიწყო, შემოსული პაციენტებიდან 50 % არის ისეთები, რომლებმაც ერთი დოზა აქვთ გაკეთებული და ვერ მოასწრეს მეორე დოზა. ასეთი შემთხვევა გვქონდა – შემოგვივიდა დიაბეტით 85 წლის მამაკაცი, რომელსაც ასევე ჰქონდა გულის უკმარისობა, შესაბამისად მსგავსი ქრონიკული დაავადებები, თითქმის 80%-ით ლეტალურად მთავრდება. მას ქონდა ერთი დოზა „სინოფარმი“ გაკეთებული და ფაქტიურად შემოსვლიდან 5 დღეში ის პაციენტი ყველანაირი გართულების გარეშე, კატეზე ორი ქულით გავწერეთ. ეს იყო მაქსიმალური და ორი ქულა, როგორც ვიცით, შეესაბამება ამ შემთხევაში მსუბუქ მიმდინარეობას, მეხუთე დღეს, ყველანაირად უვნებელი გაეწერა სახლში. ის ახლა განაგრძობს ჩვეულებრივ ცხოვრებას. მსგავსი პაციენტები, რომლებსაც მანამდე აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული, ყველა სამწუხაროდ გარდაიცვალა. ვერავინ შესძლო ამის მართვა, არა მარტო საქართველოში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახულობთ მსოფლიო პრაქტიკას. ჩართულნი არიან ქართველი ექიმები, ამერიკიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ისინი თავიანთ გამოცდილებას ყოველდღიურად გვიზიარებენ. ზოგიერთ ადამიანს აქვს ასეთი შეხედულება, რომ საქართველოში მედიცინა სუსტია, მაგრამ ამ ვირუსთან ბრძოლა, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში, ერთ დონეზე მიდის. და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი არის აცრა.

კომენტარები
იტვირთება...