თორნიკე მამალაძე რ2-ზე: აუცილებლად ამოხეთქავს და  ცხვირს წაამტვრევინებს უსინდისო და უღვთო ხელისუფლებას

ე.წ. “ციანიდის საქმეში” მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მიიჩნევს, რომ სწორედ “რუსთავი 2”-მა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, რომ საზოგადოებამ გიორგი მამალაძის შესახებ სიმართლე გაიგო.

ამის შესახებ თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“რუსთავი 2-მა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა იმაში, რომ ხალხმა სიმართლე გაიგო თუ როგორ მოექცნენ მამა გიორგის. ამისათვის, მე და ჩემი ოჯახი სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნებით ამ გუნდის. მაგრამ მხოლოდ მადლიერებაში არ არის საქმე. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ დაცემას ყველა შემთხვევაში მოჰყვება აღდგომა, ეს ამ წუთისოფლის კანონზომიერებაა, რომელსაც უფალი განაგებს. კიდევ ერთი რამ, ის შეუპოვარი სულისკვეთება და ენერგია, რაც ამ გუნდშია შეუძლებელია გაქრეს და დაიკარგოს, ის აუცილებლად ამოხეთქავს სადღაც კონცენტრირებულად და ცხვირს წაამტვრევინებს უსინდისო და უღვთო ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება!”-წერს თორნიკე მამალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად