თორნიკე მამალაძე: მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!

ე.წ. “ციანიდის საქმეში” მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა თორენიკე მამალაძე საპატრიარქოში არსებული მანკიერი ცოდვების მხილებას სექტემბრიდან გეგმავს.

ამის შესახებ თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი, რომ რაც ჩემმა ძმამ მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქოონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ) რომელიც დამემუქრა და მითხრა, რომ მომკლავდნენ, თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ეხლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში რაც საპატრიარქოში ხდება. მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!”-წერს თორნიკე მამალაძე.

 

ცნობისთვის, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით, აგვისტოს თვეში, მარიამობის მარხვის დაწყების წინ მიმართეს, რომელიც არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული თხოვნით მათ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც მიმართეს, რომელმაც დეკანოზს შეწყალებაზე უარი უთხრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად