თორნიკე მამალაძე ივანიშვილზე: მამა გიორგის განადგურების იდეას რეზოლუცია სწორედ იქ დაედო

ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორენიკე მამალაძე  15 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის სასახლის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

ამის შესახებ თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს და ღნიშნავს, რომ გადაწყვიტა პროტესტის განსხვავებულ ფორმებს მიმართოს.

“გადავწყვიტე პროტესტის განსხვავებულ ფორმებს მივმართო. ხვალ, 15 ოქტომბერს 16 საათზე აქციას ვატარებ იქ, სადაც საქართველოს მრავალი ოჯახის უბედურების სათავეა: ბიძინა ივანიშვილის კოლბასთან. მამა გიორგის განადგურების იდეას რეზოლუცია სწორედ იქ დაედო. ამ აქციით უმდიდრეს ბოროტ ადამიანს შევახსენებ, რომ არ ვნებდებით და არ გვეშინია მისი. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ოლიგარქის მიერ დაჩაგრულ თითოეულ მოქალაქეს”-წერს გიორგი მამალაძე:
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად