თორნიკე მამალაძე: ჩემი ძმა განადგურდა, ვეღარ მოძრაობს და მაინც ციხეში ყავთ გამოკეტილი

დღეს ოთხი წელი შესრულდა იმ საზარელი მომენტიდან, როდესაც ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, საპატრიარქოს თხოვნით ბიძინა ივანიშვილმა საპყრობილეში ჩააგდო. ამ მზაკვრობის განხორციელება ივანიშვილმა მაშინ სუსის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს დაავალა, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სოცუალურ ქსელში წერს.

“ნაძირალა და ბოროტმოქმედი გოგაშვილი თვეების განმავლობაში გეგმავდა პროვოკაციებს და ამავროულად კონსულტაციებს შორენა თეთრუაშვილთან გადიოდა. ჩემი ძმა განადგურდა, ვეღარ მოძრაობს და მაინც ციხეში ყავთ გამოკეტილი. არავინაა გამკითხავი, ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს. სამართალი მოკვდა საქართველოში! ჩემი ძმის ტანჯვა წყევლად ექცევა ყველას, ვინც მის გაუბედურებაში მიიღო მონაწილეობა!” – წერს თორნიკე მამალაძე

შეგახენებთ, მიუხედადავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 2019 წლის 31 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა – დეკანოზ მამალაძეს გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე,     2020  წლის 6 იანვარს,  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ციანიდის საქმეში” მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი (მამალაძე) არ შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...