თორნიკე გურული: რუსმა ტურისტებმა ჩემს ბინაში საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს და გაიპარნენ

მარკეტინგის სპეციალისტი და ილიაუნის პროფესორი თორნიკე გურული თავის სოციალურ ქსელში საქართველოს ისტორიის წიგნის დამწვარ ფოტოებს ავრცელებს.

როგორც ის აცხადებს, ეს მის ბინაში მყოფმა რუსმა ტურისტებმა ჩაიდინეს. საქართველოს ისტორიის წიგნი, რომელიც ქვეყნის მე-11 მე-13 საუკუნის ისტორიას ასახავდა, დაწვეს.

“სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. რუსმა ტურისტებმა ჩემს ბინაში საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს და გაიპარნენ.” – წერს თორნიკე გურული.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად