თონის მფლობელი, ბატონი ამირანი, თავისი კორპუსის მაცხოვრებლებზე, ოჯახზე ორ პურს უფასოდ გასცემს

თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს დირექტორი ეკატერინე ჯოჯუა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელის დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზეა გადაღებული.

“პანდემიასთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში თონის მფლობელი (ამირან ჩხიკვაძე) ორ პურს დღეში ოჯახზე გასცემს უფასოდ, 33-3 კორპუსის მაცხოვრებლებისთვის”.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 70 შემთხვევაა, აქედან 2 ავსტრიის მოქალაქეა. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 9 პავიენტია. კარანტინის რეჟიმში  4055 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პირია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად