თოლორაია: მოგმართავთ ყველას, არასრულწლოვანზე განხორციელებულ ძალადობაზე დაუყოვნებლივ აცნობეთ პოლიციას

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომელთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია არასრულწლოვანთა მიმართ როგორც ძალადობრივი, ასევე ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულის ჩადენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მეტი კოორდინაციისაკენ მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წევრს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა მიმართ ნებისმიერი სახის დანაშაულის ჩადენ”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...