თინათინ ნიბლოშვილი, პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“, სასწავლო პროცესს გაეცნო

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი პროფესიული კოლეჯის ,,სპექტრი’’ ადმინისტრაციას და მოსწავლეებს შეხვდა, კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, პროფესიული განათლების როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეფექტიანად და მოკლე დროში ზრდის დასაქმების მაჩვენებელს შესაბამისი კადრების გადამზადებით.

“პროფესიული განათლების ხელშეწყობა თბილისის ხელისუფლებისა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია და ამას მოწმობს ის მხარდაჭერა, რასაც 2018 წლიდან ამ მიმართულებით ვუზრუნველყოფთ. შედეგად, პროგრამა “ისწავლე და დასაქმდი” ერთ-ერთი წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის თბილისის საკრებულო და მერია აქტიურად თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შესაბამის უწყებებთან, აღნიშნული შეხვედრაც ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად”. – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მუნიციპალიტეტი პროექტის ,,ისწავლე და დასაქმდი’’ ფარგლებში, ოთხ პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობს.

თანამშრომლობის ფარგლებში, კოლეჯმა ,,სპექტრი’’ ყოველწლიურად პროფესიულ პროგრამებზე 490 ადამიანი გადაამზადა: ამზომველ-გეოდეზისტი; ელექტრიკოსი; შემდუღებელი (ელექტრორკალური); კონდიცირების სისტემის მემოტაჟე; სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემოტაჟე; მღებავი; სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე ჩAM პროგრამების გამოყენებით, 3D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება;

კოლეჯები აქტიურად თანამშრომლობენ ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავი ფაქტია, რომ კურსდამთავრებულთა 80% დასაქმებულია.

კომენტარები
იტვირთება...