თინათინ ხიდაშელი პარლამენტში საფრანგეთთან დადებულ ხელშეკრულებაზე სასაუბროდ მივიდა

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, დღეს ის პარლამენტში ნდობის ჯგუფის წევრებისთვის საფრანგეთში დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაწოდებლად მივიდა.

"პარლამენტში საფრანგეთში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოვედი. ყველა კითხვაზე მზად ვართ, რომ პასუხი გავცეთ. ასევე  სხვა თემებიც ექნებათ ნდობის ჯგუფის წევრებს. აქ ვართ, რომ ხელშეკრულებაზე ვისაუბროთ. ეს დოკუმენტი მთავარსარდალს უკვე გავაცანით და შემდეგი გაჩერება პარლამენტშია", -აღნიშნა ხიდაშელმა.

ნდობის ჯგუფის სხდომა 15.00 საათზეა პარლამენტში დანიშნული. 

კომენტარები
იტვირთება...