თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა

ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა.

სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედროების მაღალპროფესიონალიზმი მათზე დაკისრებული რთული ამოცანების შესრულების პროცესში. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების განხორციელება და ხაზი გაუსვეს იმპლემენტაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების პროგრესი გააცნო.  გენერალმა ბარტელსმა დადებითად შეაფასა შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმები და ხაზი გაუსვა სამხედრო კომიტეტის მზადყოფნას კვლავაც აქტიურად გააგრძელოს სამხედრო თანამშრომლობა და რეფორმების მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად