თინათინ ხიდაშელი კანადასა და ამერიკაში შეხვედრებს იწყებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში, შემდეგ კი გაეროში მიემგზავრება, სადაც სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ იქნება საუბარი. ეს ინფორმაცია „აიპრესს“ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიაწოდა.

„დღეს საღამოს მივემგზავრები კანადაში. იქიდან მივდივარ ნიუ იორკში. ამ შემთხვევაში ფიზიკურად კი მივდივარ ამერიკაში, მაგრამ რეალურად გაეროში მივდივარ, სადაც საუბარი იქნება სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე. აშშ-ში დეკემბრის ბოლოს მივემგზავრები. როცა კონკრეტული მაჩვენებლები გამოიკვეთება, მედიას ექნება ინფორმაცია“, – განაცხადა „აიპრესთან“ მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...