A1 ბანერი

თინათინ ბოკუჩავა: “ქართულ ოცნებას” ვენეციის კომისიის დასკვნა საერთოდ არ აინტერესებს

საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” ვენეციის კომისიის დასკვნა საერთოდ არ აინტერესებს.

 როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა სრული ფორმალობა იყო.
“კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ის, რომ ვენეციის კომისიის აზრი “ქართულ ოცნებას” არ ინტერესებს და სრული ფორმალობა იყო ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა. მუხლობრივ განხილვამდეც კი , ისინი არ დაელოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას. შესაბამისად, არასმთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალათ იმის შესაძლებლობა, რომ ვენეციის კომისიის გათვალისწინებით გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები”, – აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
რაც შეეხება კონკრეტულად მუხლობრივ განხილვას, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ჯერჯერობით განიხილება საკვალიფიკაციო გამოცდის თემა, რომელიც არის კანონპროექტში მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ და ისევ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა გადაწყვიტოს საერთოდ ვის შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსის პროცესში.
“პირველივე კრიტერიუმით, საკვალიფიკაციო გამოცდის აუცილებლობის დაწესებით, “ქართული ოცნება” ზღუდავს იმ წრეს, რომელსაც შეეძლება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე წარადგინოს საკუთარი თავი”, – აცხადებს ბოკუჩავა..
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისია ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარე სასესიო კვირას იგეგმება. მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნას ხვალ დღის ბოლომდე ელიან და მმართველი გუნდი კანონპროექტის კენჭისყრამდე განხილვას უზრუნველყოფს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...