თინათინ ბოკუჩავა: ირაკლი კობახიძე უტიფრად იტყუება

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უტიფრად იტყუება, როცა ამბობს, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან არსებობს თანხმობა, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მისი დასკვნის მიღებამდე დაიწყოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა.

“ვენეციის კომისიას მხოლოდ ირაკლი კობახიძე არ შეხვდა. ვენეციის კომისიას შეხვდნენ ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ იმ შეხვედრაზე გაიგეს, რომ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უკვე მიღებული იყო აღნიშნული კანონპროექტი და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე მოსმენით განხილვა მანამდე ჩატარდებოდა, ვიდრე ისინი შეძლებდნენ დასკვნის გამოტანას. ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე უტიფრად იტყუება ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე”- განუცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა, რომლის თანახმად მმართველი გუნდი კანონპროექტს დაჩქარებულად, ვენეციის კომისიის დასკვნამდე მიზანმიმართულად განიხილავს, რაც კითხვებს აჩენს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვადებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია სრულად ინფორმირებულია.

რაც შეეხება კომისიის დასკვნას, რომელიც მოსამარათლეთა უვადოდ განწესებასა და კანდიდატთა შესარჩევ კრიტერიუმებს შეეხება, ხვალ გამოქვეყნდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე განიხილავენ და კომისიის რეკომენდაციები პროექტში ასახული იქნება.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით დღეს იხილავს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...