თინა ხიდაშელი: ვარშავის სამიტზე ნატოს წევრობას არ ველოდებით

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველო ნატოს წევრობას არ ელოდება. მისივე თქმით, მოლოდინი არის, რომ სამიტის შემდეგ ქვეყანა უფრო მეტად დაცული გახდება.

“მოლოდინი არის ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ვარშავიდან, როგორც უფრო მეტად დაცული ქვეყანა. ნატოს წევრობა გვინდა სწორედ ამისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად დაცული ქვეყანა.

ამიტომ პარტნიორებისგან ვითხოვთ, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ამ წუთას საქართველოს გააჩნია, იყოს მაღალ რეგისტრში წარმოდგენილი,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად