თინა ხიდაშელი: ვამაყობ, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე სამხედრო ჯარიდან გავუშვი

"მე ძალიან ვამაყობ იმით, ზუსტად ერთი კვირა დაგვჭირდა ჩვენ შიდა მოკვლევისთვის… ერთადერთი მინისტრი ვიყავი საქართველოს ხელისუფლებაში, რომელმაც დაუყოვნებლივ გავათავისუფლე შეიარაღებული ძალებიდან ის კონკრეტული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდა", – ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "tv პირველთან" განაცხადა

"ის ჩამოვაცილე მაშინვე შეიარაღებულ ძალებს. განსხვავებით იმ ყველაფერი დაბარჩენისგან რაც მერე ამას მოჰყვა. მე კარგად მახსოვს ის ახალგაზრდა როგორ გვემუქრებოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ხელს ვერ ვახლებდით, გენინსპეციას პირდაპირ ეუბნებოდა, ტყუილად იკვლევთ მე არავინ შემეხებაო. როცა გაიგო ძალიან ნათლად ვისთან ჰქონდა საქმე და მიხვდა, რომ ჩემთვის არავითარი თემა არ არსებობდა გარდა კანონის უზენაესობისა, პრობლემა არ არისო, გამიშვი და შსს-ში დამასაქმებენო", – განაცხადა ხიდაშელმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ მფარველობდა ამ ადამიანებს? ხიდაშელმა უპასუხა: "ჩემთან არავის დაურეკავს, მე ვერავინ გამიბედავდა მსგავს საკითხებზე დარეკვას, მაგრამ  ბატონი დვალიშვილი , თვითონ ის სამხედრო, რომელიც ჩვენ გაუშვით ჯარიდან, მუდმივად ვიცეპრემიერის სახელს ასახელებდა როგორც თავის პატრონს და მფარველს". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად