თინა ხიდაშელი: შაქარაშვილის საქმის პრობლემასთან პირდაპირ ასოცირდება ხორვას საქმე და ფარდულის ეპიზოდი 

შაქარაშვილის საქმის პრობლემასთან პირდაპირ ასოცირდება ხორვას საქმე და ფარდულის ეპიზოდი, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“შეუძლებელია არ გაგიჩნდეს ასოციაცია ამბებთან, რომელიც სულ ახლახანს ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ანდა წინა ხელისუფლების პირობებში. მაგალითად, პირველი ამბავი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ამ საქმის პრობლემასთან არის ხორვას საქმე, დანაშაულზე მომხდარი ამბავი, როდესაც აღმოჩნდა, რომ ფარდული განადგურდა და შესაბამისად, სავარაუდო და შესაძლო მტკიცებულებები, რომელსაც ეს ადგილი ინახავდა. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს ამ შემთხვევაშიც.

მეორე მთავარი ამბავი, რაც ამ საქმისადმი უნდობლობას აჩენს, არის ის სწორედ ეს, რომელიც არ თქმულა ხელისუფლებისგან. ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, რომ ახლა აქ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ისხდნენ ბევრი ქაღალდებით და ტომები უნდა ედოთ და საზოგადოებას უნდა ეუბნებოდნენ, რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ყოველდღიურად.

ვიდეომასალა, რომელიც ორი დღეა ტელეეკრანებიდან არ ჩამოდის, იმის გამო, რომ ბილანიშვილს დადასტურებული აქვს ურთიერთობა ფოტოსურათებით, როგორც ქალაქის მერთან, ისე ბატონი ივანიშვილის ოჯახთან. შესაბამისად, ეს ამბავი ვერ გაქრება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად