თინა ხიდაშელი: საქართველოში უკვე გამოცხადებული უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობა

“მოუწევს სამწუხაროდ ხელისუფლებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება”- ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “ღამის ამბების” ეთერში, კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, დღეს საქართველოში გამოცხადებული უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობა.

” სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, დღეს უკვე საქართველოში გამოცხადებული უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობა. ამას არ აქვს ალტერნატივა. მოუწევს, სამწუხაროდ, ხელისუფლებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან სულ უკანონობაში აღმოჩნდება. ისეთი მოქმედებების განხორციელება მოუწევს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს შეუძლია”-ამბობს ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად