თინა ხიდაშელი: სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, რუსეთთან მიერთების საფრთხე არ არსებობს

"რუსეთმა, რომ საქართველო მიიერთოს ამის საფრთხე არ არსებობს. სანამ ის ხელისფლებაა, ქვეყანაში რომელიც არის. თუ ყველა ერთად, საქართველოს ამომრჩევლები გადაწყვეტთ, რომ რუსეთმა უნდა მიიერთოს საქართველო… 2016 წელს არჩევნებია ქვეყანაში და ვნახავთ შედეგებს. მე დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ არის“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ისევე როგორც ევროპის ნებისმიერ ქვყანაში, საქართველოშიც არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

"დემოკრატია ასეთია, ზოგს ბრიუსელი მოსწონს, ზოგს ჩეჩნეთი. ამოცანა მარტივია, ან გინდა ბესლანის რუსეთი, რომელიც ისე ექცევა საკუთარ მოქალქეებს როგორც ბესლანში მოხდა ეს ამბავი, რომელის დღეს ისევ აქტუალურია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ან გინდა იყო დასავლური, ცივილიზებული დემოკარტიული თავისუფალი სამყარის ნაწილი. ჩვენ თავისუფლება ავირჩიეთ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, რომელსაც ფონდი საზოგადოებას 25 ნოემბერს წარუდგენს, საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 2013 წლის შემდეგ 78%-დან 61%-მდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...