თინა ხიდაშელი: სახელმწიფო კარგად მუშაობს…ჯანდაცვის მინისტრი კი საოცარ არადეკვატურობას ავლენს

ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

“ხვალ რა იქნება არ ვიცით, დღეს კი იმის შემყურე რაც ხდება მთელს მსოფლიოში აუცილებლად უნდა ვთქავთ:
✅ძალიან გაგვიმართლა ლუგარის ლაბორატორია რომ ჩვენს ქვეყანაშია;
? გარდა იმისა, რომ სწრაფი და მაღალხარისხიანი კვლევები გახდა შესაძლებელი, არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ გვეიმედება, საყრდენად დგას ამ კრიზისის დროს;
✅კარგად მუშაობს სახელმწიფო, შესაძლოა ვედავოთ კონკრეტული მომენტის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მთლიანობაში ჯერ ჯერობით მართვის სადავეები ხელში აქვთ;
?ცუდია რომ ჯანდაცვის მინისტრი საოცარ არადექვატურობას ავლენს პერიოდულად, მაგრამ კარგია რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა მას არ აბარია;
✅ ძალიან ეფექტურია ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე და დიდი მადლობა მათ, ვინაიდან პროფესიონალიზმი როდესაც ისმის ეკრანიდან ეს დამატებით გაიმედებს და გამშვიდებს;
? ერთადერთი რაც მნიშვნელოვანი მგონია, თუკი ჰოსპიტალური შესაძლებლობები ამოწურული გვაქვს მე საველე ჯანდაცვაზე გადავიდოდი, განსაკუთრებით იძულებითი კარანტინის გამოცხადების პირობებში.
? იმედია ხვალ უკეთესი დღეს იქნება” – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები
იტვირთება...