თინა ხიდაშელი: პოსტ კივიდის რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც წყალტუბოში გვთავაზობენ, ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისია

პოსტ კივიდის რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც წყალტუბოში გვთავაზობენ, ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისია, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც კოვიდს რამდენიმე თვეა ებრძვის:

“დღეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ წყალტუბოში არსებული სასწაულის შესახებ
Be Healthy – Balneological Resort & Spa.

ჩემდა სამარცხვინოდ პირველად ვიყავი წყალტუბოში. გერმანიიდან დაბრუნებული რეაბილიტაციის პროგრამებს ვეძებდი საქართველოში და გუგლმა წყალტუბო მირჩია. სანამ თავად რეაბილიტაციაზე დავწერ რამეს პირველ რიგში სრულიად ფანტასტიურ, პროფესიონალ, უზომოდ გულისხმიერ და ყურადღებიან ადამიანებს უნდა გადავუხადო მადლობა ვინც იქ ყოფნის განმავლობაში ჩემი მძიმე მდგომარეობა რამის დამავიწყა. ❤

მათი ყოველი სიტყვიდან იმდენი ოპტიმიზმი, იმედი და თავდაჯერებულობა მოდიოდა რომ მეორე დღეს უკვე უბრალოდ მრცხვენოდა ეტლით სიარული და ენერგიის, შემორჩენილი ძალების, ნერვების და ყურადღების სრული მობილიზებით მეც ამ ოპტიმიზმის თავდაჯერებულობა გადმომედო.

იცით, რომ მანამდე რეაბილიტაციაზე გერმანიაში ვიყავი ერთი თვით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ რომ მას აბსოლუტურად არაფრით ჩამოუვარდება წყალტუბოს ეს მშვენიერი გამაჯანსაღებელი ცენტრი Be Healthy – Balneological Resort & Spa
არ ვიცი ამ წყალს მართლაც აქვს უნიკალური განმკურნავი თვისებები თუ არა, მაგრამ ამგვარ ეფექტს რომ ახდენს ყველა სხვა პროცედურებთან და არ დამეზარება ასჯერ გავიმეორებ სრულიად ფანტასტიურ კოლექტივთან ერთად უდავოა!

აღფრთოვანებული, წყალტუბოზე შეყვარებული და ასეთი მარგალიტის ჩვენს სამშობლოში აღმოჩენით ამაყი დავბრუნდი თბილისში.

პოსტ-კოვიდ რეაბილიტაციის კურსი რომელსაც ეს ცენტრი გვთავაზობს ნამდვილად ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისია და თანაც გერმანიისა და სხვა ქვეყენებისგან განსხვავებით აქ შენიანები დაგხვდებიან მოსაფერებლად და გასამხნევებლად. ❤” – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები
იტვირთება...