თინა ხიდაშელი: პირდაპირ ჰოლანდიაში ამოვყავით თავი…უბარიერო პროპორციული არჩევნები!

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებისა და ნულოვან ბარიერის ინიციატივას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.

“პირდაპირ ჰოლანდიაში ამოვყავით თავი. უბარიერო პროპორციული არჩევნები!

ივანიშვილმა თავის ყველაზე მთავარ ფილოსოფიაზზე თქვა უარი: შუა უნდა გაჩნდესო ეს თქვა ფაქტიურად დღეს!
თუ ვამბობდით ხალხის განწყობების ადექვატური პარლამენტი გვინდაო, ეს იქნება ნამდვილი, ხალხის განწყობების ადექვატური პარლამენტი.
თუ ისეთი გვინდა ჩვენ რომ მოგვეწონება ასეთი სისტემა დემოკრატიაში არ მოუგონიათ ჯერ.

ამიტომ ჩამოვყალიბდეთ! გვინდა თუ არ აპროპორციული, ხალხის განწყობების შესაბამისი ხელისუფლება ქვეყანაში?
თუ პასუხი დადებითია, მაშინ სწორედ ეს არის სისტემა”, – წერს ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...