თინა ხიდაშელი: ოლიმპიადაზე ბევრჯერ აჟღერდება საქართველოს ჰიმნი!!!

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ქართველი ოლიმპიელების სამოსის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მინისტრი წერს, მას რომ უფლებამოსილება ჰქონდეს, არ დავუშვებდი ამ სამოსით ოლიმპიელების რიოში გამგზავრებას. 

"ამაყი, ძლიერი, ბევრ ბრძოლაში გამარჯვებული ქართველები მიდიან რიოში და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებით უნდა დაბრუნდეთ!!!

დღეს საქართველოს გამარჯვებები ჭირდება!!!

დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი მორაგბეები სიამაყით და მომავლის იმედით გვავსებენ, ზუსტად ისე როგორც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე ამ წლების განმავლობაში მრავალმა ძიუდოისტმა გაგვახარა, ოლიმპიადაზეც ბევრჯერ აჟღერდება საქართველოს ჰიმნი!!!

საქართველოს მეტი გამარჯვება სჭირდება!

ჩვენს შვილებს, მომავლის რწმენა სჭირდებათ!

წარმატებები ჩვენს ოლიმპიელებს !!!

P.S. ეს ტანსაცმელი სამარცხვინოა, და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ქვეყნის ყველაზე წარმატებულნი არ იმსახურებენ მსგავს დამოკიდებულებას. მე რომ ამის უფლებამოსილება მქონდეს არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი ამ სამოსით მათ გამგზავრებას. ეს არაფერს არ გავს, არაფერს!!!" – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად