თინა ხიდაშელი: “მგონია მთებს გადავდგამ”

ქართველ ჯარისკაცებს იმისთვის, რომ ემსახურონ ქვეყანას, მეტი შესაძლებლობა და აღჭურვილობა სჭირდებათ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

"პრაქტიკულად ყოველი დღე ასეთია ქართულ ჯარში.

სწავლება საკლასო ოთახებში, ბანაკებში, ტყეში…

მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ ამ ბიჭებს უფრო მომზადებული, უკეთ აღჭურვილი ემსახურონ საქართველოს თორემ შემართება, მონდომება, ქვეყნის სიყვარული და გული უზარმაზარი აქვთ.

წავალ მორიგ სწავლებაზე, გავატარებ მათთან რამდენიმე საათს, გავესაუბრები, მოვუსმენ და ისეთ მოტივაციით ვბრუნდები მგონია მთებს გადავდგამ"- წერს ხიდაშელი facebook-ზე.  

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციურ საველე სწავლებას დაესწრო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად