თინა ხიდაშელი: მე შეიძლება სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლი გავმხდარიყავი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს დილით სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქ ხალხს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს დილით სტამბოლში მომხდარი საშინელი აფეთქების გამო. 

პირადად ჩემი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ თურქეთის ხელისუფლებას, თურქ ხალხსა და, განსაკუთრებით, დაღუპულთა ოჯახებს.

მეც შეიძლება ამ ტრაგედიის მსხვერპლი გავმხდარიყავი, რადგან გასულ კვირას დედასთან და ჩემ ორ ვაჟთან ერთად თქვენს ულამაზეს ქალაქში ვიმყოფებოდი. საქართველო თურქი ერის გვერდით დგას და მსოფლიოს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. 

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში“, – ნათქვამია თინა ხიდაშელის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად