თინა ხიდაშელი: კრიტიკულად მნიშვნელოვანია კანადის მხარდაჭერის შენარჩუნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკისა და ევროპის კონტინენტების ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. თინათინ ხიდაშელი კანადაში გამთენიისას გაემგზავრა, სადაც ახალი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის მინისტრი კანადიდან ნიუ იორკში გაემგზავრება და გაეროში სამშვიდობო მისიების ხელმძღვანელობას შეხვდება. ორკვირიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ბელგიას, გერმანიასა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ორი კვირა გვაქვს წინ. პირველ რიგში, ჰალიფაქსის უსაფრთხოების კონფერენციაზე მივდივართ. ეს კონფერენცია მსოფლიოში თავდაცვის მინისტრებისა და სამხედროების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილია. თავად ამ კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გვექნება კანადის ხელისუფლებასთან. იქ ახალი მთავრობა რამდენიმე დღის წინ დაინიშნა და ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის ახალი მინისტრთან ურთიერთობა.

კანადა ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი ქვეყანაა. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მხარდაჭერის შენარჩუნება და კიდევ უფრო გააქტიურება ნატოს ფორმატში, ისევე, როგორც ორმხრივ ფორმატში. შეხვედრას გავაგრძელებთ ნიუ იორკში, გაეროში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობასთან. შემდეგ უკვე გადმოვინაცვლებთ ევროპაში – ორმხრივი შეხვედრა გვექნება გერმანიაში ჩემს კოლეგასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრები გვექნება ევროკავშირში და სიტყვით გამოვალ ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ვიზიტს კი ბაქოში ორმხრივი შეხვედრით დავასრულებთ“,-განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...