თინა ხიდაშელი: ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მის შემცვლელად ლევან იზორიას წარდგენას ეხმაურება.

ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ პრემიერმინისტრმა იზორიას წარდგენით შეცდომა დაუშვა, რადგან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სუს-ის წარმომადგენელი არ უნდა ინიშნებოდეს. 

„ვფიქრობ, პრემიერმინისტრი მთავარ შეცდომას უშვებს. თავდაცვის სამინისტრო არის სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი, ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს მაგალითად სამხედრო? – ეს არის სამოქალაქო უწყება. ვფიქრობ, ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით როდესაც ჯერ ალასანია სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი ეს რა მიზანს ემსახურება, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...