თინა ხიდაშელი ივანიშვილზე: მისი 2013 წლის მთავარი შეცდომა – მემკვიდრე, რომელიც დატოვა, ვერც იპრემიერა და ვერც ილიდერა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პირველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, რეალურად, ვერ მოახერხა წასვლა, რადგან მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ შეძლო შესაფერისი ლიდერი ყოფილიყო და იძულებული გახდა პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.

ამის შესახებ თინა ხიდაშელმა “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა და განმარტა, რომ მისი აზრით, ივანიშვილის შეცდომა 2013 წელს დატოვებული ლიდერი იყო.

“მე ვფიქრობ და ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს წასვლა არაფრით იქნება განსხვავებული პირველი წასვლისგან. ორივე შემთხვევაში, ჩვენ სახეზე გვქონდა ერთი და იმავე მოვლენა, როდესაც ბატონი ივანიშვილი სინამდვილეში გულრწფელად ცდილობდა პოლიტიკური სცენიდან გასვლას, პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას, მაგრამ პირველ შემთხვევაში მან ეს ვერ მოახერხა და სამწუხაროდ მგონია, რომ ამჯერად, განსხვავებით პირველი შემთხვევისგან ის ამას აღარ მოახერხებს.

თუ ჩვენ კითხვას ვსვამთ, რატომ ვერ წავიდა მაშინ, როდესაც მართლა უნდოდა წასვლა, ამის მიზეზი იყო ის პრემიერი, რომელიც დატოვა, რომელმაც ვერც იპრემიერა და ვერც ილიდერა. ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც კი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ამარა არ დაეტოვებინა ქვეყანა. ეს იყო 2013 წელს მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ წავიდა ის პოლიტიკიდან. რაც შეეხება კვირიკაშვილს, უკვე ეს პროცესი მიმდინარე იყო, იქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული აღარ მომხდარა, მას, უბრალოდ მოუწია შემდეგ დაბრუნება, იმიტომ რომ იმდენად იყო მასზე ყველაფერი ჩამოკიდებული და იმდენად ახდენდა ის საკუთარი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, ვისაც რეალური ლიდერობის პოტენციალი ჰქონდა და კვირიკაშვილი არ იყო ერთადერთი, სამწუხაროდ, რომ ის იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო სრულიად დემორალიზებულ და შიდა კონფლიქტებითსთვის განწირული “ქართული ოცნების” გადასარჩენად. ეს იყო მისი მთავარი შეცდომა – მემკვიდრე, რომელიც დატოვა, რომელმაც ვერც იპრემიერა და ვერც ილიდერა,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად