თინა ხიდაშელი: ივანიშვილს ცხელ გულზე ბევრჯერ უთქვამს რაღაც და შემდეგ უნანია

„ვინმეს არ გაუჩნდეს განცდა, რომ ჩვენ რაიმე ტიპის კომუნიკაცია გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან, ნამდვილად არაფერი არ გვაქვს, არაფერი არ დალაგებულა. ბევრჯერ ყოფილა, რომ ივანიშვილს გაცხარებულ გულზე რაღაც უთქვამს და შემდეგ უნანია. ვფიქრობ, ახლა ამ ფაზაშია“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა “TV პირველის“ ეთერში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს დღეს, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას „რესპუბლიკელები“ აღარ უხსენებია და რას უკავშირებს ამას.

„ივანიშვილმა ძალიან მძიმე სიტყვები გამოიყენა საზოგადოებისთვის სათქმელად, ყოფილ პარტნიორებზე, ან ზოგადად ნებისმიერ ადამიანზე სალაპარაკოდ, როგორც ჩანს ის მიხვდა და ახლა იმ ფაზაშია, როდესაც გადაწყვიტა, რომ უნდა გაჩერდეს, რაც ძალიან სასიამოვნოა. მან დაინახა ჩვენი მხრიდან ორგანიზებული, ერთობლივი წინააღმდეგობა, მან დაინახა, რომ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. არ ვიცი, რატომ ეგონა, რომ გავჩერდებოდით, კარგია, სასიამოვნოა, რომ შეურაცხყოფების კასკადი დამთავრდა და ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ საარჩევნო კამპანია“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად