თინა ხიდაშელი: ჰესის მშენებლობა იყო ბოლო ნოტა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის

ანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე , თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა” 360 გრადუსში” ისაუბრა

„როგორც კი ეს მოვლენები დაიწყო, ყოველგვარი მაგრამის და დათქმების გარეშე, აბსოლუტურად სრულად გვერდში ვედექი პანკისელებს. ჰესების მშენებლობა არ შეიძლება იყოს, ერთადერთი ამბავი, რამაც ასეთი კულმინაციური პროცესი გამოიწვია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მილიონი აქცია გვინახავს, მონაწილეც ვყოფილვართ, ძალიან კარგად ვიცით, რომ პირველ ამბავზე ასეთი რამ არ ხდება. ყოველთვის ეს არის ბოლო ნოტა რომელიც გაგაგიჟებს, წყობიდან გამოგიყვანს და დაგროვილი ემოცია ერთიანად გადმოიღვრება ხოლმე ქუჩაში. გუშინდელი დღე პანკისში ზუსტად ასეთი იყო ჩემი აზრით, უშუალოდ ჰესის მშენებლობა შესაძლოა იყოს ყველაზე პატარა, მომენტი იმ გრძელ ჩამონათვალში , პრობლემები რომლებიც მათ დაუგროვდათ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვერა და ვერ მოხდა ამ ქვეყანაში, ვერა და ვერ მოვიდა ხელისუფლება რომელიც პანკისელებს გაუჩენს განცდას, რომ მათ მიმართ სახელმწიფო, ისეთივე პოლიტიკით მოქმედებს, როგორც სხვა ნებისმიერ რეგიონში, რომ ისინი განიხილებიან ზუსტად ისეთივე თანამოქალაქეებად, როგორიც სხვა ყველა დანარჩენი. მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული ისევე ისჯება, როგორც სხვა ნებისმიერ ადგილას ჩადენილი დანაშაული დაისჯებოდა.„- განაცხადა თინა ხიდაშელმ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად