თინა ხიდაშელი: გამორიცხულია, რომ მაიკ პომპეოს შეხვედრები საქართველოს საარჩევნო პროცესს არ შეეხოს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის განცხადებით, გამორიცხულია, რომ მაიკ პომპეოს შეხვედრები საქართველოს საარჩევნო პროცესს არ შეეხოს.

“რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ აქ მიმდინარე საარჩევნო პროცესს ეს შეხვედრები არ შეეხება, ეს არის გამორიცხული თავისი არსიდან გამომდინარე. ამერიკის მაღალი რანგის თანამდებობის პირები არასოდეს არსად არ ჩადიან უმიზეზოდ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა “ტვ პირველთან”.

შეგახსენებთ, 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწევა.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში “ქართული ოცნების” გასაკრიტიკებლად ჩამოდის, ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია. ზალკალიანი ამბობს, რომ უმთავრესი გზავნილი არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად