თინა ხიდაშელი გამოძიებას: კინო მაინც არ უნახავთ, დანაშულის ადგილს ყვითელი ლენტით რომ შემოღობავენ ხოლმე?!

კინო მაინც არ უნახავთ, დანაშულის ადგილს ყვითელი ლენტით რომ შემოღობავენ ხოლმე?! – ასე მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი გამოძიებას “პალიტრანიუსის” ეთერიდან.

კითხვაზე, შსს-ში თქვეს, რომ მიზანმიმართულად არ მომხდარა ავტობანის მიმდებარედ დანაშაულის სავარაუდო ერთ-ერთი ადგილის გადაწვა და იქ ხდებოდა ჯართის შეგროვებაო. რასაც ხიდაშელი ასე პასუხობს:

“ეგ კიდევ უფრო უარესი პრობლემაა. იმის არ იყოს 112-ის გაუგებარი აუდიოჩანაწერი რომ მოგვასმენინეს, დღემდე ვერ ვხვდები, რა ამოცანა ჰქონდა შსს-ს. გაუგებრობის და უნდობლობის გაზრდის ამოცანის გარდა ამას არაფერი არ შეუსრულებია.

უარესია ისიც, რაც დღეს გვითხრეს, რომ თურმე ვიღაც ჯართს აგროვებდა. ანუ, გამოძიების მთავარი არგუმენტი, რატომ არ აქვთ კითხვებზე პასუხი არის სრულიად ობიექტური პასუხი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სეუძლებელია ყველაფერზე პასუხი იყოს. ვადასტურებ, სწორია ეგ პასუხი, მაგრამ ამასობაში შემთხვევის ადგილი თურმე გახსნილი გაქვს და ჯართის შემგროვებლებიც დადიან, ადგილზე სადაც შეიძლება დნმ იყოს და უამრავი მტკიცებულება არსებობდეს, მაშინ კიდევ უფრო უარესად გვაქვს საქმე. კინო მაინც არ უნახავთ, ყვითელ ლენტს რომ შემოაკრავენ ხოლმე დანაშაულის ადგილს და მცველს რომ დაუყენებენ ხოლმე, რომ ყველა არ შევიდეს და არ გავიდეს. სწორედ ეს არის პრობლემა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად