თინა ხიდაშელი: “დიდი შერიგება” ვერ მოხდება, სანამ ენმ ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე – “სააკაშვილი პუტინის პატიმარია”, “დიდი შერიგება” უნდა შედგეს – რამდენიმე დღეა გვესმის “ნაციონალური მოძრაობისგან”, – რაზეც ხიდაშელი პასუხობს:

“სააკაშვილი ნამდვილად არის პუტინისა და ივანიშვილის პატიმარი, მაგრამ “დიდი შერიგება” ვერ მოხდება, სანამ ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს. მათი დანაშაულებრივი საქმიანობა მხოლოდ გირგვლიანის ტრაგედიით არ შემოიფარგლება, მაგრამ კარგი მაგალითია იმისთვის, თუ რატომ არის შეუძლებელი მათთან დიდი შერიგება”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

კომენტარები
იტვირთება...