თინა ხიდაშელი: დარწმუნებული ვარ, რომ 2021-ში ჩვენ გვექნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ 2021 წელს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ მას ტელეკომპანია “მთავართან” განაცხადა.

პოლიტიკური ცხოვრება უნდა შექმნას ოპოზიცია ქუჩაში. პოლიტიკური ცხოვრება აღარ იქნება პარლამენტში, იქ აღარ იქნება მიზიდულობის ცენტრი და მთავარი კონცენტრაციის ადგილი საზოგადოებრივი ინტერესის. ამიტომ თუ ძალიან სწრაფად ეს ალტერნატიული პოლიტიკური დისკუსიის ცენტრი არ შეიქმნა, უფრო დისტანცირება მოხდება ამომრჩევლის.

ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 2021-ში ჩვენ გვექნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები” – განაცხადა თინათინ ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად