თინა ხიდაშელი: “დაკავებული სპეცრაზმელებისთვის პატიმრობას არ მოვითხოვდი”

"მე, როგორც სამართალმცოდნე, როგორც იურისტი, მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მათთვის პატიმრობას არ მოვითხოვდი",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა, კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცრაზმელების დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

"სპეცრაზმელებზე… მეც ვთვლი, აქ შეიძლება, ძირითადი სხდომა რომ დაიწყება, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია რა შუამდგომლობით შევა და მოსამართლე გადაწყვეტს რა ქნას, მაგრამ მე, როგორც სამართალმცოდნე, როგორც იურისტი, მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მათთვის პატიმრობას არ მოვითხოვდი",-განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფირცხალავას და კიდევ 10 პირს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ჩამოთვლილ პირებს კორტების სპეცოპერაციის დროს განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის ორგანიზებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება. პროკურატურა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილიმოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე, შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი. სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძე კი, ქვეყანაში არ იმყოფება.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად