თინა ხიდაშელი: ჩემი ყოფილი თანაკოალიციელები ნაციონალურ რევოლუციას აწყობენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მისი განცხადებით, მიუღებელია, ის რასაც საზოგადოება მოსამართლეების მხრიდან ხედავს. მისი თქმით, მისი ყოფილი თანაკოალიციელები ქვეყანაში “ნაციონალურ რევოლუციას” აწყობენ.

„ჩაიცვით მანტია და დაწერეთ გადაწყვეტილებები და იმ გადაწყვეტილებებში თქვით ის სიმართლე, რომელიც გგონიათ, რომ ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს, დემოკრატიულ პროგრესს, ინსტიტუციურ განვითარებას წაადგება. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ის, რასაც ჩვენ მოსამართლეების მხრიდან ვხედავთ.

მათ საკუთარი აზრი უნდა დაწერონ გადაწყვეტილებებში და ასე უნდა ელაპარაკონ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომჩივან მხარეს და მთელს დანარჩენ საზოგადოებას.

შეთქმულებისა და რევოლუციების პარანოია რომ იწყებოდა ხოლმე ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, როგორც წესი ასეთ დროს ყველაზე კარგი სამკურნალო საშუალება სარკეში ჩახედვაახოლმე, ამ შემთხვევაში თუ ჩემი ყოფილი თანაკოალიციელები სარკეში ჩაიხედავენ, უცბად დაინახავენ, რომ ნაციონალურ რევოლუციას ისინი აწყობენ ქვეყანაში,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...