თინა ხიდაშელი: არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიაში უკადრებელი იკადრა! მთელს პასუხისმგებლობას ვაკისრებ მას!

“არავინ ამ ქვეყანაზე, დედამიწის ზურგზე, საკუთარ პარტნიორებს ასეთი ენით არ ელაპარაკება, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, როდესაც ჩაატარა პრესკონფერენცია და ელჩებს მიმართა, კუთხეში დააყენა ფაქტობრივად და მოსთხოვა, რომ ტყუილი ეთქვათ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით” – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა 360 გრადუსში.

თინა ხიდაშელის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ “დიპლომატიაში უკადრებელი იკადრა”

“დიპლომატიას აქვს თავისი წესები და თუ არ იცის არჩილ თალაკვაძემ, გაიაროს კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროში უამრავი სუპერკვალიფიკაციის დიპლომატი გვყავს და 2 საათში აუხსნიან ყველაფერს. დიპლომატების უკან დგანან მათი სახელმწიფოები, საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ხელით კატა გამოთხარა.

აბსოლუტური რწმენით მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების იმ ფლანგზე, რომლებიც არასდროს “ნაციონალურ მოძრაობას” არ ვეკუთვნოდით, ყველანი ერთად, თვეების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს ტერმინი “პოლიტპატიმრები” არ გაჩენილიყო. საჯარო სივრცეში, ტელევიზიებში არსებობს ჩანაწერი, მაგალითად ევრონესტის შეხვედრა როცა გაიმართა საქართველოში და “ნაცმოძრაობა” მოითხოვდა ევრონეტის რეზოლუციაში პოლიტპატიმრები ყოფილიყვნენ, დილით, პირველი შეხვედრა მე მქონდა მათთან, როგორც თავის დროზე ამ ჯგუფის ხელმძღვანელს და საჯაროდ გავაკეთე განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტპატიმრების ტერმინებით არ ელაპარაკათ, იმიტომ, რომ ამის შემდეგ კატასტროფა იწყება. როდესაც შენი პარტნიორი გეუბნება პოლიტპატიმარი გყავსო, ამის შემდეგ კუბა ხარ. ამის შემდეგ, ევროკავშირში გაერთიანებაზე კი არა, სანქციებზე გელაპარაკებიან.

სრული პასუხისმგებლობით, მთელს ამ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სწორედ არჩილ თალაკვაძეს, იმ ორშაბათის პრესკონფერენციას, როდესაც მან უკადრებელი ჩაიდინა და შესაბამისად, მიიღეს კიდეც პასუხი.

ძალიან სამწუხარო პასუხი ქვეყნისთვის! ძალიან სამწუხაროა, რომ უცებ გიორგი რურუა პოლიტპატიმრად მოიხსენიებია, ძალიან სამწუხარო მიღწევა აქვს “ქართულ ოცნებას” და შემიძლია მივულოცო ბიძინა ივანიშვილს!” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად