თინა ხიდაშელი: არავითარი ილუზიები! ვიყოთ რეალისტები!

"ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის. ჩემი, როგორც მინისტრის მთავარი ამოცანაა ვარშავის სამიტი. მე არ მინდა დღეს ვინმეს გაუჩნდეს არასწორი მოლოდინები რომელი მიმართულებითაც გნებავთ. ამიტომ, ძალიან მოზომილი ვიქნები ამ საუბარში“, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან სამინისტროში სამი ახალი მოადგილის წარდგენისას განაცხადა. 

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ როგორც მოქალაქეს, პოლიტიკოს და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს მისი სურვილი და მიზანია საქართველოს ნატოში გაწევრიანება

"თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მოზომილი საუბარი გმოწვეულია იმით, რომ ვმართოთ მოლოდინები და არ გამოვიწვიოთ კიდევ უფრო მეტად წუხილი ან იმ ტიპის აღფრთოვანება რამაც შეიძლება პრობლემების წინაშე დაგვაყენოს შემდეგ… მე მინდა საქართველო ნატოში მალე… ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია, ჩემი როგორც პოლიტიკოსის პოლიტიკური პოზიცია და ამ წუთას  ჩემი როგორც თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მალე რას ნიშნავს კალენდრით… სამწუხაროდ ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ვერ ვიღებთ მარტო და დამოუკიდებლად. ჩვენი მთავარი ამოცანაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენთვის სათქმელი არაფერი იყოს. ჩვენი მიზეზით არაფერი შეყოვნდეს და შეჩერდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენს პარტნიორებთან ერთად რომლებიც მზად არიან დღესვე, მზად იყვნენ გუშინ და მზად იყვნენ რამდენიმე წლის წინ ამ გზაზე ჩვენთან ერთად ევლოთ და მზად იყვნენ ყოფილიყვნენ ლობისტები საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიცის და პერსპექტივის, მათთან ერთად ხილიხელჩაკიდებულებმა ერთად ვიაროთ და სკეპტიკოსების სკეპტიციზმი გავაქარწყლოთ და რაც შეიძლება უფრო დავაახლოვოთ ეს პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის.

გუშინდელი განცხადებები ანტალიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ჩემი პირადი მეგობარია კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ოპტიმისტური განცხადებისთვის, მოწოდებისთვის. უფრო მეტი მეგობარი  რომელიც ასეთ მოწოდებებს გააკეთებს და ჩვენთან ერთად ივლის და გარწმუნებთ, რომ შედეგიც რა თქმა უნდა გვექნება.

კიდევ ერთხლ ვამბობ, არავითარი ილუზიები, ვიყოთ რეალისტები. მაგრამ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რეალიზმი მაქსიმალური ოპტიმიზმის საფუძველი გახდეს".-განაცხადა მინისტრმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად