თინა ხიდაშელი: 2018 წლის არჩევნების ტრაგედია ეს იყო, რომ პრეზიდენტს ნულოვანი რესურსი აქვს ერთიანობის გარანტი იყოს

2018 წლის არჩევნების ტრაგედია ეს იყო, რომ პრეზიდენტს ნულოვანი რესურსი აქვს ერთიანობის გარანტი იყოს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო იდეა” თავმჯომარე თინა ხიდაშელი Facebook-ში წერს:

“საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლი ამბობს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი არის … ქვეყნის ერთიანობის გარანტი.”
პოლიტიკური კრიზისის დროს არის სწორედ ის მომენტი როდესაც პრეზიდენტი მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან ეძახის და კრიზისის დასრულებაზე ზრუნავს.
2018 წლის არჩევნების ტრაგედია სწორედ ეს იყო. პრეზიდენტი, რომელსაც ნულოვანი უნარი და რესურსი აქვს იყოს ქვეყნის ერთიანობის გარანტი”, – წერს თინა ხიდაშელი Facebook-ში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად