თინა კანდელაკი: თუ ქართულ პოლიტიკაში მოვალ, მიზანი პრემიერობა არ იქნება

რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში, მისი მიზანი არა პრემიერის თანამდებობის დაკავება, არამედ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იქნება.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის მზად, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხში “მშვიდობისმყოფელის” როლი იკისროს, კანდელაკი პასუხობს:

თქვენ ქართულ პოლიტიკაში მოსვლისკენ მიბიძგებთ, რადგან აშკარაა, ჩემი საქართველოში დაბრუნება შესაძლოა პოლიტიკურ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული. გიპასუხებთ, რომ რუსეთში ბევრი პროექტი მაქვს, რომლებიც უნდა დასრულდეს. სულ მალე 44 წლის გავხდები, ჰიპოთეტურად 50 წლის ასაკში ამაზე ფიქრი შეიძლება. რა შემთხვევაში? თუ გავიგებ, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო ურთიერთობის შეცვლა, მაშინ მზად ვიქნები მსხვერპლად გავწირო ბევრი რამ – ჩემი პირადი ცხოვრება, კომფორტი, თუ ჩემსავით ამბიციური, შესანიშნავი ხალხი მოვა, როლებსაც გამარჯვება სურთ.

თუ ქართულ პოლიტიკაში მოვალ იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიო. ჩემთვის, შედეგი, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერმინისტრობა არ იქნება. აქ მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება მქონდეს: რუსეთი ბევრ სფეროში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი უნდა გახდეს. ეს ათი წლის წინათ ვთქვი, ხუთი წლის წინათაც და ახლაც ვამბობ. სამწუხაროდ, დღეს ეს საქართველოში ყველაზე არაპოპულარული მოსაზრებაა. პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვგულისხმობ…

დღეს მოდაშია, როდესაც ცნობილი სახეები პოლიტიკოსები ხდებიან. მაგრამ, მადლობა ღმერთს, მენეჯერულმა ტვინმა მასწავლა, რომ ნებისმიერი დიდი თანამდებობის მიღმა კიდევ უფრო მეტი გამოწვევა, პასუხისმგებლობა დგება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მსხვერპლად მზადყოფნა. დღეს მზად არ ვარ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად