თინა ბურჯალიანი: სტრასბურგის გადაწყვეტილება დიპლომატებს დეოკუპაციის პროცესის დასაწყებადაც წაადგებათ

სტრასბურგის გადაწყვეტილება დიპლომატებს დეოკუპაციის პროცესის დასაწყებადაც წაადგებათ, – ამის შესახებ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის” ფორმულა იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა.

“ევროსასამართლომ ცალსახად დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა. მან სათანადო შეფასება მისცა ოკუპაციას – ეფექტურ კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ეთნიკური ნიშნით ქართველების გამოდევნაზე და ხელს უშლის მათ დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე. ვალდებულება აქვს როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს, ისე რუსეთის ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ გამოდევნილი დევნილების უკან დაბრუნება. იმის მიუხედავად, რომ არსებობს ჟენევის ფორმატი, რომლის ნაწილიც არის დევნილების დაბრუნების საკითხი. ამაზე გააკეთა დიდი აქცენტი რუსეთმა დავის მიმდინარეობის დროს. ეს ყველაფერი იმის საფუძველია ვთქვათ, რომ ჩვენ საქმე მოვიგეთ და ეს გადაწყვეტილება ძალიან წაადგებათ დიპლომატებს და სახელმწიფო მოღვაწეებს იმისათვის, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს”, – განაცხადა თინა ბურჯალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად