თინა ბოკუჩავა: სააკაშვილი ამ ეტაპზე ნამდვილად არაა ჩართული ოპოზიციის კონსულტაციებში

სააკაშვილი ამ ეტაპზე ნამდვილად არაა ჩართული ოპოზიციის კონსულტაციებში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ “პალიტრანიუსის” ეთერში შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

“არა, ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ჩართული. თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, თუმცა მას უმნიშვნელოვანესი როლი დაეკისრა უკრაინაში. ის არის რეფორმების მთავარი მამოძრავებელი 45 მილიონიან ქვეყანაში და უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს მას იქ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის საქართველო არის და ყოველთვის იქნება უპირველესი საზრუნავი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დაინტერესდება, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები აქ. სააკაშვილის მენეჯმენტის სტილი მიკრომენეჯმენტი არ ყოფილა არც ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს და არც ახლა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად