თინა ბოკუჩავა: რურუას გათავისუფლება პრინციპული საკითხია

საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, მოლაპარაკებებისას საუბარი იყო სწორედ გიორგი რურუაზეც”-ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ჟურნალისტებთან.

” ჩვენი დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ შეხვედრას ჩავატარებდით იმ პირობებში, როდესაც გიორგი რურუა ასევე გათავისუფლებული იქნებოდა საპატიმროდან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება რჩება შეუსრულებელი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, მოლაპარაკებებისას საუბარი იყო სწორედ გიორგი რურუაზეც.

ის არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური მედიასაშუალების თანადამფუძნებელი, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტიური მხარდამჭერი და იმ საპროტესტო მოძრაობების, რაც იყო 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ. ამიტომ გიორგი რურუას საკითხი არის პრინციპული და ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება ოპოზიციური ერთიანობა, რომ მისი გათავისუფლების გარეშე, ოპოზიცია ვერ შეძლებს მხარი დაუჭიროს იმ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც გადაგვიყვანდა უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.”-ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად