თინა ბოკუჩავა: პარლამენტი ივანიშვილის ზოოპარკი არ არის

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სხდომაზე, სადაც შალვა თადუმაძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დეპუტატების კითხვებს პასუხობს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა მალხაზ მაჩალიკაშვილის დარბაზში შემყვანას ითხოვს.

“პარლამენტი არ არის ივანიშვილის ზოოპარკი” – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ, რის საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მისი კომპეტენცია არ ვრცელდება იმაზე, თუ ვის არ უშვებენ დარბაზში.

ბოკუჩავამ სხდომა დარბაზში მაჩალიკაშვილის შემოსაყვანად დატოვა, თუმცა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე პარლამენტის შესასვლელთან იმყოფება და შესვლას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...