თინა ბოკუჩავა: მეგის ქარდავას გამოყენება “ქართული ოცნების” მხრიდან ხდება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის,

მეგის ქარდავას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გახსენება ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, – განაცხადა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

„ქართული მართლმსაჯულება, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს არის კონკრეტული კლანის მიერ ჩაგდებული სისტემა, რაზეც საუბრობს მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში. ამ ქვეყანაში ობიექტური და მიუკერძოებელი სამართალწარმოების იმედი ვერავის ექნება

. რაც შეეხება კონკრეტულად მეგის ქარდავას, მისი გამოყენება „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის, რადგან წინასაარჩევნოდ სურთ, კვლავ ისაუბრონ წარსულზე და ისრები გადაიტანონ სხვა მიმართულებით. ის, რომ ახლა გაახსენდათ ეს ადამიანი, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ადასტურებს იმას, რომ რეალურად „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და 17 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ უკრაინიდან მისი საქართველოში ეტაპირება განხორციელდა.

კომენტარები
იტვირთება...