თინა ბოკუჩავა: კოვიდ გამოწვევისას ივანიშვილის ნომენკლატურა მდიდრდებოდა საშიმშილოდ სახლში გამოკეტილი ხალხის ხარჯზე

კოვიდ გამოწვევისას ივანიშვილის ნომენკლატურა მდიდრდებოდა საშიმშილოდ სახლში გამოკეტილი ხალხის ხარჯზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“თუ შევხედავთ წინა კვლევებს, მხოლოდ 1% ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდაო და ვინ არის ეს 1%. ეს 1% არის ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული ბიუროკრიატია, რომელიც მდიდრდება. ესეც ნიშანდობლივი იყო, რომ კოვიდ გამოწვევის დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ ადამიანები, ბიძინა ივანიშვილის ნომენკლატურა მდიდრდებოდა საშიმშილოდ სახლში გამოკეტილი ხალხის ხარჯზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად